თეგებით ძიება

წარმოგიდგენიათ, რამდენი რამ აქვთ დასამალი, რომ ოღონდ ეგ არ გასაჯაროვდეს და პრემიერსაც კი ემუქრებიან?! - ირაკლი ლატარია კობახიძის განცხადებაზე

ექსპერტი ირაკლი ლატარია ეხმიანება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელშიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერებულ მუქარას ეხება, კერძოდ, პრემიერის თქმით, "ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა - „ხომ ნახეთ ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“."

ლატარიას განცხადებით, პრემიერ-მინისტრსაც კი ემუქრებიან, ოღონდ კანონი ამოქმედებით შესაძლებელი არ გახდეს თანხების გასაჯაროება.

"რა ხდება გადავირიე, რა ფულზეა ასეთზე საუბარი, რომ ყველაფერზე მიდიან? ყველაფერზე... პრემიერსაც კი ემუქრებიან...წარმოგიდგენიათ, რამხელა ფულის თემებია, რომ სახე დაკარგეს?წარმოგიდგენიათ, რამდენი რამ აქვთ დასამალი, რომ ოღონდ ეგ არ გასაჯაროვდეს და მკვლელობითაც კი გვემუქრებიან." - წერს ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა