სალომე ზურაბიშვილმა, გადამწყვეტ დროს, ისტორიის გადამწყვეტ მომენტში, დაიჭირა ქვეყნისა და ხალხის მხარე - ნიკა მელია
სალომე ზურაბიშვილის შეთავაზებასა და "ქართულ ქარტიას" კიდევ ერთხელ ეხმაურება "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა მელია და წერს, რომ პრეზიდენტმა გადამწყვეტ მომენტში ქვეყნისა და ხალხის მხარე დაიჭირა:
"სალომე ზურაბიშვილმა, გადამწყვეტ დროს, ისტორიის გადამწყვეტ მომენტში, დაიჭირა ქვეყნისა და ხალხის მხარე, იქცა ქვეყანაში ევროპული მომავლის გარანტად როგორც ინსტიტუციურად, ისე პიროვნულად.
დღეს ჩვენი ძალა, წარსულში და მომავალში სხვადასხვა პოზიციებზე მყოფი, მრავალფეროვანი ადამიანების, მიზნის გარშემო ერთობაშია.
მიზანი კი არის, არსებული ხელისუფლების დამარცხება, მრავალფეროვანი და მრავალპარტიული პარლამენტით, სადაც თითოელი ქართველის ხმა იქნება გაგონილი და პოლიტიკაში ასახული, დასრულდება ერთპარტიული მმართველობა, გაქრება მომავალში ერთპარტიულად საახელმწიფოს მიტაცების რისკი; იქნება კოალიციური მთავრობა,სადაც გადაწყვეტილებები მიიღება პოლიტიკური კონსენსუსისა და თანხმობის გზით.
ამ ყველაფერში კი პრეზიდენტის როლი, იქნება გადამწყვეტი:
კოალიციური მოლაპარაკებების შედეგად და პრეზიდენტთან კოორდინაციით - ჩამოყალიბდება მთავრობა.
წარდგენილი პროგრამის შესრულების შემდეგ, რეფორმირებული ინსტიტუტების პირობებში, მომზადდება და ჩატარდება თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები." წერს ნიკა მელია.
პრეზიდენტმა „ქართული ქარტია" 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, ორბელიანების სასახლესთან გამართულ ღონისძიებაზე წარადგინა და ოპოზიციას მიმართა, რომ მასზე ხელმოსაწერად ვადა 1-ელ ივნისამდე აქვთ.
დოკუმენტი მოიცვას ძირეულ რეფორმებს და ითვალისწინებს ყველა ანტიევროპული კანონის გაუქმებას; მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლებას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სხვა ძალოვანი უწყებების ძირეული რეფორმას, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას და საარჩევნო სისტემის გაჯანსაღებას;
"ახალმა" გუშინვე დააფიქსირა პოზიცია, რომ ქარტიას ხელს მოაწერს.