თეგებით ძიება

ბირჟაზე ნავთობის ფასი ეცემა

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასი ეცემა. ერთ თვეში საქონლის ღირებულება 5.6%-ით შემცირდა და ამჟამად ბარელი Brent-ის ფასი 82.5 დოლარს შეადგენს, ამერიკული WTI-ს ფასი კი 78 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ერთთვიან პერიოდში ნავთობი ბირჟაზე საშუალოდ 6%-ითაა გაიაფებული.

რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბარელი Urals-ის ფასი 67 დოლარის ფარგლებში მერყეობს, რაც ერთ თვეში დაახლოებით 15%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

Citigroup-ის პროგნოზით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ბარელი Brent-ის ფასი 70-დოლარიან ნიშნულამდე შემცირდება, რაც აშშ-ის მხრიდან წარმოების ზრდით და ბაზრის გაჯერებით იქნება განპირობებული. რა თქმა უნდა, ექსპერტები არ გამორიცხავენ OPEC-ის მხრიდან ინტერვენციის ალბათობას, თუმცა ამ სცენარს ნაკლებად მოსალოდნელად მიიჩნევენ, რადგან თავად OPEC-ის წევრ სახელმწიფოთა უმეტესობას ნავთობის მიწოდების შემცირება აღარ შეუძლია, რადგან მიწოდების დამატებით შეზღუდვა მათ საბიუჯეტო შემოსავლებს კრიტიკულად შეამცირებს, ბაზარზე არსებულ მოთხოვნას კი სხვა სახელმწიფოები დააკმაყოფილებენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა