თეგებით ძიება

ისტორიული ღალატის აქტი დოკუმენტურად გაფორმდა - მამუკა ხაზარაძე

ეს არის რუსული მთავრობის დასასრულის დასაწყისი! - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც პარლამენტის მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას და კანონის მიღებას ეხმაურება.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ხელისუფლებამ „ისტორიული ღალატის აქტი“ გააფორმა.

„ისტორიული ღალატის აქტი დოკუმენტურად გაფორმდა. ეს არის რუსული მთავრობის დასასრულის დასაწყისი!

ქართველი ხალხი ღალატს არ პატიობს! გამარჯვების ჯერია! ჩვენი გზა ევროპაშია!“ - წერს მამუკა ხაზარაძე.

პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84 ხმით დაუჭირეს მხარი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა