ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი კვლავ დაეცა
ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების, „თიბისი ბანკის“, „საქართველოს ბანკისა“ და „საქართველოს კაპიტალის“ აქციების ფასი დაეცა.
თბილისის დროით 21:00 საათისთვის:
„საქართველოს ბანკის“ (BGEO) აქციების ღირებულება 2.24 %-ით შემცირდა. ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 39.25 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 1.77 მილიარდი სტერლინგია.
TBC PLC-ის აქციების ღირებულების კლება 2.82%-ია. ბანკის ერთი აქცია 25.85 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.44 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
„საქართველოს კაპიტალის“ (CGEO) აქციების ღირებულება 1.70 %-ით შემცირდა, შედეგად, ერთი აქციის ფასი 9.83 გირვანქა სტერლინგი გახდა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 417.17 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
ცნობისთვის, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების მკვეთრი ვარდნა 15 მაისის ვაჭრობის შემდეგ დაიწყო, მოგვიანებით მცირედით დასტაბილურდა. 28 მაისს ვაჭრობის დაწყებიდან სამივე კომპანიის აქციების ფასი შემცირების
ბიზნესპრესნიუსი