თეგებით ძიება

საქართველოში სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - „საქსტატი“

სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, 2023 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში სი­ღა­რი­ბის აბ­სო­ლუ­ტურ ზღვარს ქვე­ვით მყო­ფი მო­სახ­ლე­ო­ბის წილი (აბ­სო­ლუ­ტუ­რი სი­ღა­რი­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი) წინა წელ­თან შე­და­რე­ბით 3.8 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით შემ­ცირ­და და 11.8 პრო­ცენ­ტი შე­ად­გი­ნა.

"საქსტა­ტის" მო­ნა­ცე­მე­ბით, 2023 წელს აბ­სო­ლუ­ტუ­რი სი­ღა­რი­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ქა­ლა­ქის ტი­პის და­სახ­ლე­ბებ­ში 2.9 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით შემ­ცირ­და და 9.4 პრო­ცენ­ტი შე­ად­გი­ნა, ხოლო სოფ­ლის ტი­პის და­სახ­ლე­ბებ­ში 5.0 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით შემ­ცირ­და და 15.6 პრო­ცენტს გა­უ­ტოლ­და.

„2023 წელს, სი­ღა­რი­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი წინა წელ­თან შე­და­რე­ბით შემ­ცი­რე­ბუ­ლია მო­სახ­ლე­ო­ბის ყვე­ლა ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში. კერ­ძოდ, 18 წლამ­დე ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა 16.0 პრო­ცენ­ტი შე­ად­გი­ნა (-4.3 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტი), 18-64 წლის ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში - 11.5 პრო­ცენ­ტი (-3.8 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტი), ხოლო 65 წლის და უფ­როს ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში - 8.0 პრო­ცენ­ტი (-2.5 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტი). აბ­სო­ლუ­ტუ­რი სი­ღა­რი­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ქა­ლე­ბი­სათ­ვის შემ­ცი­რე­ბუ­ლია 3.9 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით და 11.5 პრო­ცენტს შე­ად­გენს, ხოლო კა­ცე­ბი­სათ­ვის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი შემ­ცი­რე­ბუ­ლია 3.7 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით და 12.2 პრო­ცენტს შე­ად­გენს.

2023 წელს, წინა წელ­თან შე­და­რე­ბით, არ შეც­ვლი­ლა ჯი­ნის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტის მნიშ­ვნე­ლო­ბა მთლი­ა­ნი შე­მო­სავ­ლე­ბის და მთლი­ა­ნი სახ­სრე­ბის მი­ხედ­ვით და შე­სა­ბა­მი­სად 0.36 და 0.37 შე­ად­გი­ნა, მთლი­ა­ნი სა­მომ­ხმა­რებ­ლო ხარ­ჯე­ბის მი­ხედ­ვით გა­ი­ზარ­და 0.02-ით და 0.36 შე­ად­გი­ნა, ხოლო მთლი­ა­ნი ხარ­ჯე­ბის მი­ხედ­ვით გა­ი­ზარ­და 0.01-ით და 0.40 შე­ად­გი­ნა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია „საქსტა­ტის“ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა