„ჩვენ შეგვიძლია ბიზნეს იდეა ხელშესახები გავხადოთ და წარმატებულ ბრენდად ვაქციოთ“ - „ლემონს გრუპის“ დირექტორი
კომპანია „ლემონსი“ ქართულ ბაზარზე 12 წლის წინ გამოჩნდა და პირველ ეტაპზე მომხმარებლებს მხოლოდ ვებ გვერდების დამზადებას სთავაზობდა. თუმცა ბაზრის ტენდენციებისა და მოთხოვნის ცვლილებასთან ერთად, კომპანია ეტაპობრივად გაიზარდა და დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბიზნეს სექტორის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა, რომლის პრიორიტეტს მომხმარებლებისა და პარტნიორების მზარდი მოლოდინის გამართლება წარმოადგენს.
კომპანიის სერვისებისა და სამომავლო გეგმების შესახებ „ლემონს გრუპის“ დირექტორი, ამირან ღავთაძე გვესაუბრა.
- პირველი რიგში, გვითხარით, რა მომსახურებებს სთავაზობს „ლემონს გრუპი“ მომხმარებლებს?
- კომპანიებს ვთავაზობთ სრულ მომსახურებას - სახელის მოფიქრებიდან გაყიდვებამდე. ამაში შედის: სახელწოდება, სლოგანი, ლოგო, ბრენდინგი, ვებ გვერდი, კონტენტი, სოციალური მედიის მართვა და ა.შ. ჩვენ შეგვიძლია ბიზნეს იდეა ხელშესახები გავხადოთ და რეალურად მოქმედ, წარმატებულ ბრენდად ვაქციოთ.
- რა შედეგებზე გავიდა კომპანია დაფუძნებიდან დღემდე?
- ყველაზე დიდი გარდატეხა იყო 5 წლის წინ, როდესაც „ლემონსმა“ სამშენებლო კომპანიებთან აუთსორს გაყიდვების მომსახურების ინოვაციური სერვისი დანერგა. ეს იყო ჩვენთვის სრულიად ახალი სფერო და შესაბამისად, დიდი გამოწვევაც, თუმცა ამ 5 წლის განმავლობაში, პარტნიორ სამშენებლო კომპანიებთან ერთად არაერთი წარმატებული პროექტი განვახორციელეთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საკმაოდ მომგებიანად.
- მოგვიყევით, კონკრეტულად რა გამოწვევები გადალახეთ და როგორ შეძელით მათთან გამკლავება?
- როგორც ყველა კომპანიას ჩვენც გვაქვს გამოწვევა ადამიანური რესურსების ზრდის მიმართულებით, თუმცა იმ პრინციპით მუშაობამ, რომ ეს კომპანია არის თითოეული თანამშრომლის და ყველა ერთად ვცდილობთ კომპანიის ზრდაში წვლილის შეტანას, ამ გამოწვევებს ყოველთვის მედგრად ვუდგებით და ვუმკლავდებით კიდეც. მთავარი კაპიტალი იყო, არის და მომავალშიც იქნება - თანამშრომელი. შესაბამისად, მთავარ გამოწვევადაც ადამიანური რესურსის მუდმივი ზრდა განიხილება.
- ამ პერიოდის განმავლობაში განხორციელებულ რომელ მსხვილ პროექტს გაიხსენებთ?
- არაერთ მასშტაბურ პროექტზე გვაქვს ნამუშევარი, ისეთ დიდ კომპანიებთან როგორებიცაა: ალფა სახლი, აუდი, ჰალიკ ბანკი, რონიკო, ჩერის ფიტნესის მობილური აპლიკაცია და სხვა.
დამკვეთების განვითარებასთან ერთად, არ ვწყვეტთ შიდა გაციფრულების განვითარებაზე მუშაობას. გვაქვს საკუთარი CRM, რომელიც სრულად აციფრულებს უძრავი ქონების სერვისთან დაკავშირებულ ყველა პროცესს - დაწყებული სოციალური მედიიდან, დასრულებული მობინადრეებთან ურთიერთობის საკითხით. პროცესში ჩართულია ქოლცენტრი, გაყიდვები, იურიდიული განყოფილება, ბუღალტერია და ა.შ. მთელი ეს უზარმაზარი ბიზნეს პროცესი გვაქვს გაციფრულებული და მისი მართვა, შეიძლება ითქვას, რომ ერთ ღილაკზე ხელის დაჭერით ხდება. ბოლო 2 წლის მანძილზე გავაციფრულეთ უძრავი ქონების ბაზრზე არსებული ყველა პროცესი - ბინის ყიდვიდან შესახლებამდე. იქედან გამომდინარე, რომ გვყავს 6 ათასზე მეტი მობინადრე, 190 ათასზე მეტი სამომხმარებლო ინფორმაცია და ასამდე თანამშრომელი, ბუნებრივია, გვქონდა ამბიციური გეგმა ერთდროულად გვემართა ბევრი პროექტი, რაც არაციფრულად, CRM-ისა და სოფტის გარეშე წარმოუდგენელი იყო.
- რა გეგმები აქვს ლემონსს მიმდინარე წელს და ხანგრძლივ პერსპექტივაში?
- დღემდე ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას CRM-ზე, რათა იგი შევთავაზოთ სამშენებლო ბაზარს. სისტემა შესაძლებლობას მისცემს ნებისმიერ კომპანიას გააციფრულოს პროცესები, შეამციროს სამუშაო დრო და გააუმჯებესოს ეფექტიანობა.
- წარმატებებს გისურვებთ!