თეგებით ძიება

„არავის გაუვა ძალადობა, შესაბამისი სტრუქტურები ამაზე რეაგირებას გააკეთებენ“ – არჩილ თალაკვაძე

„ეს არის ტერორისტული შეძახილები, რომელიც არის ღიმილის მომგვრელი და არავის აშინებს ეს „ქართულ ოცნებაში“ – აღნიშნული განცხადება მმართველი გუნდის წევრმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა.

თალაკვაძე ბოლო პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენლების და მათი მხარდამჭერების მიმართ მომხდარ ინციდენტებს გამოეხმაურა. თალაკვაძე ამბობს, რომ „ქართულ ოცნებაში“ მსგავსი შეძახილები არავის აშინებს:

„ეს არის ტერორისტული შეძახილები, რომელიც არის ღიმილის მომგვრელი და არავის აშინებს ეს „ქართულ ოცნებაში“. თუ კანონს დაარღვევენ და გადავლენ იმ ზღვარს, რაც კანონით არის დადგენილი და ვინმე ამას მუქარად აღიქვამს, შემდეგ შესაბამისი სტრუქტურები ამაზე კანონის შესაბამის რეაგირებას გააკეთებენ. არავის არ გაუვა ძალადობა და ძალადობრივი მუქარები“ – აღნიშნა თალაკვაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა