ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 31 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7949 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7968 ლარი იყო.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.0319 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 3.0259 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა გამყარდა, რომლის ღირებულებაც 0.0868 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 1-ელ ივნისს შევა ძალაში.