თეგებით ძიება

იმერული ხაჭაპურის მომზადება გაიაფდა და 5.83 ლარი გახდა

მიმდინარე წლის მაისში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 5.83 ლარი შეადგინა. ISET-ის სტატისტიკის მიხედვით, მაისში ხაჭაპურის ღირებულება წინა თვესთან შედარებით 6.5%-ით შემცირდა. მიუხედავად თვიური შემცირებისა, წლიურად ხაჭაპურის ინდექსი 1.3%-ით არის გაზრდილი.

აღსანიშნავია ისიც, რომ წლიურად ხაჭაპურის მომზადების ფასი თბილისში, თელავსა და ქუთაისში გაიზარდა. ფასის კლება დაფიქსირდა ბათუმში. მაისში ხაჭაპურის ინგრედიენტები ყველაზე ძვირი თბილისში ღირდა, კერძოდ, ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულებამ 6.47 ლარი იყო, რაც 11%-ით აღემატება ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს.

„ამის საპირისპიროდ, ყველაზე იაფად ხაჭაპურის მომზადება ქუთაისშია შესაძლებელი, სადაც ერთი სტანდარტული ხაჭაპური 4.91 ლარი ღირს. ფასის სხვაობა დანახარჯების მიხედვით ყველაზე ძვირიან (თბილისსა) და იაფ (ქუთაისს) ქალაქებს შორის 1.56 ლარია“, - აღნიშნულია კვლევაში.

თვიურ ჭრილს რაც შეეხება, მაისში აპრილთან შედარებით ინდექსი ბათუმის გარდა თითქმის ყველა ქალაქში შემცირდა. ყველაზე დიდი, 15.5%-იანი კლება ქუთაისში დაფიქსირდა. ინდექსის აღნიშნული ვარდნა ნედლი რძის წარმოების ტრადიციულ, სეზონურ ტენდენციას მიყვება.

„როგორ წესი, საქართველოს სხვა მხარეებთან შედარებით, ყველის ფასის სეზონური რყევები ყველაზე მეტად ქუთაისში იგრძნობა. აღნიშნული შეიძლება იმით აიხსნას, რომ იმერეთი ქვეყნის უმსხვილესი რძის მწარმოებელი რეგიონია, სადაც რძის წარმოების სეზონის დაწყებისთანავე ფასები მცირდება“, - ვკითხულობთ კვლევაში.

ბიზნესპრესნიუსი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა