თეგებით ძიება
03. 06. 2024 მსოფლიო

“პანდემიის დროს სოციალური დისტანცირებისა და ნიღბების ტარების რეკომენდაციები მეცნიერულ მტკიცებულებებს არ ეფუძნებოდა” - ენტონი ფაუჩი

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის ყოფილმა დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს მას არ განუხილავს არანაირი მეცნიერული მტკიცებულებები, როდესაც გასცა რეკომენდაციები სოციალური დისტანციის დაცვისა და ბავშვებისთვის ნიღბების ტარების აუცილებლობაზე. ამის შესახებ Washington Examiner-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ფაუჩიმ ეს განცხადება აშშ-ში, კონგრესში გამართულ მოსმენაზე გააკეთა, რომელიც ჯერ კიდევ იანვარში გაიმართა, თუმცა ახლა ფაუჩის ჩვენების სტენოგრამა გამოქვეყნდა.

როდესაც მოსმენაზე დაისვა კითხვა სოციალური დისტანცირების შესახებ, ფაუჩიმ განაცხადა, რომ ვერ იხსენებს რატომ გაიცა რეკომენდაცია სწორედ 6-ფუტიანი დისტანციის შესახებ.

„ეს ციფრი უბრალოდ გაჩნდა. არ მახსოვს, რომ გვემსჯელა 5 ფუტი უნდა იყოს, 6 თუ რამდენი“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ იმ დროს შესაბამისი კვლევის საჭირო სიზუსტით ჩატარება ძალიან რთული იქნებოდა.

მან ასევე განაცხადა, რომ ბავშვებისთვის ნიღბების გამოყენების რეკომენდაციის უკან არანაირი მეცნიერული მტკიცებულება არ მდგარა.

ამასთან, ფაუჩიამ აღიარა, რომ პანდემიის დროს სავალდებულო ვაქცინაციამ ხელი შეუწყო იმას, რომ აშშ-ის მოსახლეობაში აცრების მიმართ ზოგადი ნდობა შემცირდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა