"მერიის ა(ა)იპ-ის თანამშრომელი დამესხა თავს გინებით! ხელკეტი ჩამარტყა თავში, მხარში და მკალვში... 9 წლის შვილი იყო ჩემთან ერთად" - "დროას" წევრი მარიამ სიჭინავა (ვიდეო)
„დროას“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელს მარიამ სიჭინავას ზუგდიდის მერიის ერთ-ერთი ა(ა)იპ-ის თანამშრომელი თავს მაშინ დაესხა, როდესაც სიჭინავა თავის 9 წლის შვილთან და კიდევ რამდენიმე მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ექსკურსიიდან ბრუნდებოდა.