თეგებით ძიება

ქარტიაზე ხელმოწერა თვალთმაქცური გადაწყვეტილებაა, რომ გაიშალონ ხალხში, წამოიყვანონ მხარდამჭერი - გია ვოლსკი

სურათი საკმაოდ მკაფიოა, ადამიანები, ვინც უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ პრეზიდენტს, დღეს ქარტიაზე ხელს აწერენ, ე.ი. გადაწყდა, რომ სალომე ზურაბიშვილი არის უკეთესი ფიგურა, ვიდრე „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული ადამიანები, რომლებიც ფაშისტური, მწამებლური რეჟიმის მონაწილენი იყვნენ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„აქედან გამომდინარე, წინ წამოწიეს ეს ადამიანი, რომელსაც ეს წარსული არ გააჩნია, მაგრამ ეს ადამიანიც, სალომე ზურაბიშვილიც საკმაოდ დიდი ამბიციებით და ამპარტავნებით მიმართავს საზოგადოებას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს. დავალებებს აძლევს უკვე, რათა თავისი როლი, წონა წარმოაჩინოს და თავისი ვირტუალური ქოლგის მნიშვნელობა წარმოაჩინოს, თითქოს იგი არის ლიდერი, რომელიც ევროპისკენ წაიყვანს ქვეყანას. სინამდვილეში, „ქართული ოცნება“ იყო, არის და ძალიან დიდი იმედი აქვს საზოგადოების დიდ ნაწილს, რომ საქართველოს წამყვანი ლიდერი ევროატლანტიკური მიმართულებით იქნება „ქართულო ოცნება“.

ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა, ძალიან მძიმე გამონაკლისის გარდა, შეგვიძლია, მივიჩნიოთ თვალთმაქცობად, რადგან ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და შეიძლება სტრატეგიულად და ტაქტიკურად არ მიაჩნია ზოგს საჭიროდ, რომ მაინცდამაინც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მოაწეროს ხელი, როგორც ეს სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა. აბსოლუტურად თვალთმაქცური გადაწყვეტილებაა იმ მიზნით, რომ გაიშალონ ხალხში, ასე ვთქვათ, ფრონტი გაშალონ და საზოგადოების სხვადასხვა ფენიდან წამოიყვანონ მხარდამჭერი, მაგრამ ეს იქნება კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ რომელსაც ამჯერად სათავეში სალომე ზურაბიშვილი ჩაუდგა“,- განაცხადა გი ავოლსკიმ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა