თეგებით ძიება

ნიორი 99%-ით, მწვანილი 68%-ით - რომელი პროდუქტები გაძვირდა მაისში ყველაზე მეტად

2024 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.0% შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის მონაცემებით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.7% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 1.7%-ით განისაზღვრა.

გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომელიც მაისში ყველაზე მეტად გაძვირდა:

ნიორი - 99%

მწვანილი - 68%

ატამი - 66%

ვაშლი - 65%

ქლიავი - 57%

ჭარხალი - 55%

მსხალი 32%

ბენზინი 32%

მანდარინი 30%

ყურძენი 27%

ბიზნესპრესნიუსი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა