თეგებით ძიება

34 წლის ქართველი ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე გემზე მომხდარ აფეთქებას ემსხვერპლა! – ვინ არის გარდაცვლილი და რას ითხოვს დაღუპულის ოჯახი?

შემზარავი კადრები ჩინეთიდან – დალიანში სარემონტო სამუშაოების დროს პალაუს დროშის ქვეშ მცურავ გემზე (Tanker ELIAK) აფეთქება მოხდა, რასაც საქართველოს მოქალაქის, 34 წლის გიორგი წილოსანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შემთხვევა 25 აპრილს მოხდა. ვიდეოკადრები, რომელიც უმძიმესი სანახავია, კარგად ჩანს ცეცხლის ალში გახვეული კაცი, რომელიც გადარჩენას ცდილობს.

გიორგი წილოსანის ძმა, აკაკი წილოსანი ამბობს, რომ ახალგაზრდა კაცის გადარჩენა შეიძლებოდა, თუმცა ადგილზე უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო, ამიტომ ცეცხლმოკიდებული გიორგი იძულებული გახდა, გემიდან გადამხდარიყო, რა დროსაც ტერმინალს მხარეს, თავი რკინის კონსტრუქციას დაარტყა, საბოლოოდ კი ზღვაში გადავარდა.

აკაკი წილოსანი აცხადებს, რომ მისი ძმა ზღვაში დაიხრჩო. tvpirveli.ge-ს რესპონდენტი ჰყვება, რომ მისი გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა, ადგილზე მყოფ უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს რომ დროულად ემოქმედათ.

გარდაცვლის ოჯახი პასუხისმგებელი პირების დასჯას და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს.

აკაკი წილოსანის თქმით, მათ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც მიმართეს, თუმცა უწყება მხოლოდ გადმოსვენების საკითხის მოგვარებას დაჰპირდა. გემმა ჩინეთის ტერიტორია უკვე დატოვა.

34 წლის ბიჭის ძმა ჩინეთში, შემთხვევის ადგილზეც იმყოფებოდა, თუმცა როგორც თავად ამბობს, ოფიციალური პასუხი არ მიუღია, უთხრეს, რომ საქმე უბედურ შემთხვევასთან ჰქონდათ.

ირკვევა, რომ გიორგი წილოსანთან ერთად ჩინეთის ორი მოქალაქეც დაშავდა, ისინი დამწვრობით კლინიკაში გადაიყვანეს, მათი გადარჩენა მოხერხდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა