თეგებით ძიება

ვინ არის ბიჭი, რომელიც 8 წლის ასაკში საკუთარი ნახატების გაყიდვით მილიონერი გახდა? - ახალგაზრდა მხატვრის წარმატების ისტორია

11 წლის ბრიტანელ ბიჭუნას, კირონ უილიამსონს, რომელმაც სახელი თავისი იმპრესიონისტული ნახატებით გაითქვა, მხატვართა სამყარომ „პატარა მონე“ შეარქვა. უილიამსონმა ხატვა 5 წლის ასაკში დაიწყო, 2009 წელს კი მისი პირველი გამოფენა გაიმართა. ამ დროისთვის კირონმა თავისი ნახატების გაყიდვით უკვე 7 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.

უილიამსონი 5 წლის იყო, როდესაც დედას ქაღალდის და ფერადი ფანქრების ყიდვა სთხოვა და თავისი პირველი ნახატი შექმნა. როდესაც დედამ შენიშნა, რომ ბიჭუნას ხატვა უყვარდა, ხატვის წრეზე შეიყვანა. რამდენიმე გაკვეთილის შემდეგ კირონმა გამოაცხადა, რომ წრეზე სიარული არ აინტერესებდა და სწავლა მიატოვა. მშობლები მიხვდნენ, რომ სახლში ვუნდერკინდი ეზრდებოდათ და კირონი გამოცდილ მასწავლებელთან მიიყვანეს.

7 წლის ასაკში უილიამსონს უკვე სამი პერსონალური გამოფენა ჰქონდა ჩატარებული. ახალგაზრდა მხატვრის 16 ნახატი სულ რაღაც 14 წუთში გაიყიდა და ავტორს 21848 დოლარი მოუტანა.

ბევრი კოლექციონერი უილიამსონის ნახატების შესაძენად ამერიკიდან ჩამოდიოდა და გამოფენის გახსნამდე მყიდველთა გრძელ სიაში რიგს იკავებდა. 

იმ ფულით, რომელიც პირველი ნახატების გაყიდვით გამოიმუშავა, უილიამსონმა მშობლებისთვის ახალი სახლი იყიდა. 

უილიამსონის ნახატები 35 სხვადასხვა ქვეყანაში გაიყიდა და მხატვარს 7,711,188 აშშ დოლარი მოუტანა. ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ უილიამსონს სხვა ბავშვების მსგავსად, მკვეთრი, ნათელი ფერების გამოყენება არ მოსწონს. მისი ტექნიკა უფრო სრულყოფილი და დახვეწილია, ვიდრე ზრდასრულების. ამჟამად  კირონი 22 წლისაა, აქვს საკუთარი კომპანია  KieronWilliamson Limited და ვებ-გვერდი, სადაც მისი ნამუშავრებია გამოფენილი. კირონის ნახატების ფასი 5 000-დან 55 000 დოლარამდე მერყეობს.

ახალგაზრდა მხატვარი კვირაში რამდენიმე ნახატს ქმნის და თავის ვებ-გვერდზე ათავსებს. კირონი უკვე მიეჩვია, რომ მის ჯერ კიდევ დაუსრულებელი ნახატის შესაძენად ადამიანები რიგში დგანან, რომელიც 300-დან 5000-მდე ადამიანისგან შედგება. მიუხედავად იმისა, რომ წლებთან ერთად, კირონის პოპულარობა იზრდება, ახალგაზრდა მხატვარი საკმაოდ თავმდაბალი ადამიანია და მოკრძალებული ცხოვრების წესი აქვს. მას ცურვა და ფეხბურთის თამაში უყვარს, ველოსიპედით სეირნობს და ფორმულა-1 უყურებს. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა