თეგებით ძიება

მენეჯერების დანიშვნა და მერე გადანიშვნა – თუ რამეა რუსული ყაიდის ქართულ პოლიტიკაში, სწორედ ესაა – ნიკა მელია ენმ-ს თავმჯდომარეობიდან ხაბეიშვილის გადადგომაზე

პოლიტიკური კორუფცია, პოლიტიკის ბიზნესად ქცევა, პოლიტიკურ პარტიაში, როგორც შპს-ში, მენეჯერების დანიშვნა და მერე გადანიშვნა – თუ რამეა რუსული ყაიდის ქართულ პოლიტიკაში, სწორედ ესაა, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობიდან ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ეხმაურება.

მელიას თქმით, არაფორმალურ მართვას ვერ დაამარცხებ არაფორმალური მართვის სტილით.

„პოლიტიკური კორუფცია, პოლიტიკის ბიზნესად ქცევა, პოლიტიკურ პარტიაში, როგორც “შპს-ში”, მენეჯერების დანიშვნა და მერე გადანიშვნა – თუ რამეა რუსული ყაიდის ქართულ პოლიტიკაში, სწორედ ესაა.

რუსულს რეჟიმს ვერ დაამარცხებ რუსული მეთოდებით. ოლიგარქს ვერ დაამარცხებ ფულით. არაფორმალურ მართვას ვერ დაამარცხებ არაფორმალური მართვის სტილით“, – წერს მელია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა