ერთადერთი, რაზეც ახლა ვფიქრობ, ოლიმპიური თამაშებია, ყოველთვის მინდა, ქომაგები გავახარო - ლაშა ბექაური
ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური მადრიდში გამართულ ღია პირველობას გამოეხმაურა, რომელიც მისი ტრიუმფით დასრულდა,
"წლევანდელი მსოფლიოს ჩემპიონატი ჩემთვის არც ისე მნიშვნელოვანი ტურნირი ყოფილა. ერთადერთი, რაზეც ახლა ვფიქრობ, ოლიმპიური თამაშებია. ესაა გამორჩეული შეჯიბრება, რომელსაც საუკეთესო ფორმაში უნდა შევხვდე. სწორედ ამიტომ მსოფლიოს პირველობაზე არ წავსულვარ და გერმანიაში ვემზადებოდი.
ეს გარემოს გამოცვლისთვისაც აუცილებელი იყო. მოგეხსენებათ, საქართველოში რა სიტუაციაა. ძიუდოსა და ოლიმპიური ჩემპიონობის წყალობით, ყველა მცნობს და სადაც არ უნდა წავიდე, უამრავი ხალხი მოდის. ამიტომ ცვლილება საჭიროა და ახლა, თავს კარგად ვგრძნობ. აქედანაც ჯერ ხორვატიაში წავალ შეკრებაზე და მხოლოდ ამის მერე დავბრუნდები საქართველოში.
მადრიდში გამოსვლა მზადების ეტაპზე მნიშვნელოვანი იყო. ოლიმპიადის წინ ტატამზე გასვლა აუცილებელია, რათა შეჯიბრების შეგრძნება სრულად გქონდეს გათავისებული. თავისებურად ყველა ტურნირი ნერვულობასთან არის დაკავშირებული, რადგანაც ყოველთვის მინდა, რომ ქომაგები გავახარო“, - აცხადებს ბექაური.