თეგებით ძიება

რამდენი დავაპირე, იმდენი ნაცემი ზუკა ბერძენიშვილი გამახსენდა...არაფერი შეგვარგეს ტიპებმა! - რას წერს მერაბ მეტრეველი?

ჟურნალისტი მერაბ მეტრევლი ზუკა ბერძენიშვილის ცემის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

არადა, დღეს ისევ ფეხბურთზე მინდოდა პოსტების წერა და რამდენი დვაპირე, იმდენი ნაცემი ზუკა ბერძენიშვილი გამახსენდა...

საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე გავიდა და იმის მაგივრად, ყველა ამ ამბით ვცხოვრობდეთ, ხელისუფლება საკუთარ ხალხს ტერორს უწყობს.

არაფერი შეგვარგეს ტიპებმა! - წერს მეტრეველი.

შეგახსენებთ, რომ "სირცხვილიას" წევრს, დღეს დილით, სახლთან, თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.  თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა