თეგებით ძიება

„მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ 62 წლის მამაკაცს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს“ – რას ამბობს დაკავებულის ადვოკატი?

13 ივნისის ღამით, თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებული 62 წლის მამაკაცის ადვოკატი აცხადებს, რომ დაკავებულს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს. უფლებადამცველმა ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა და თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უკვე მოინახულა.

„ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს, ეს პერსონალური ინფორმაციაა. სამედიცინო ჩარევა იზოლატორში არ დასჭირვებია, მაგრამ მას დაზიანებებიც აქვს. პოზიციას ბრალის წარდგენის შემდეგ შევათანხმებ“, – თქვა ადვოკატმა.

შეკითხვაზე, თუ როდის მიიღო დაკავებულმა დაზიანებები – შემთხვევის დროს, თუ დაკავებისას, ადვოკატი აღნიშნავს, რომ „სავარაუდოდ, შემთხვევის დროს მიიღო“.

შეგახსენებთ, 50 წლამდე ასაკის მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, სამართალდამცველებმა ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა