მაისში ძროხის და ქათმის ხორცი გაძვირდა, ღორის კი გაიაფდა - საქსტატი
მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ძროხისა და ქათმის ხორცი გაძვირდა. საქსტატის მონაცემების მიხედვით, ძროხის ხორცი წლიურად 3.22%-ით არის გაძვირებული, ხოლო ძროხის ხორცის ფარში 2.28%-ით.
რაც შეეხება ქათმის ხორცს, საანგარიშო პერიოდში ფასი 3.48%-ით გაიზარდა. ამასთანავე, ქათმის ბარკლის ფასი წლიურად 1.79%-ით არის გაძვირებული.
აღსანიშნავია ისიც, რომ მაისში წლიურად შემცირდა გაყინული ქათმის ხორცის ფასი და 7.42%-იანი კლება დაფიქსირდა. გარდა ამისა, ფასი შემცირდა ღორის ხორცზეც 1.46%-ით და შებოლილ ხორცზე 4.62%-ით.
ბიზნესპრესნიუსი