თეგებით ძიება

6%-იან ეკონომიკურ ზრდას საფრთხე არ ემუქრება - ლაშა ხუციშვილი

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ არსებული მდგომარეობით, პროგნოზირებულ 6%-იან ეკონომიკურ ზრდას საქართველოში არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კითხვაზე, ხედავს თუ არა ეკონომიკური ზრდის მიმართულებით რისკებს, რომლებიც რუსული კანონის მიღებიდან გამომდინარე აშშ-ის და ევროკავშირის საპასუხო ზომებს უკავშირდება, მინისტრმა განაცხადა, რომ შესაბამის ანალიზს მეტი ინფორმაცია სჭირდება.

„ამასთან დაკავშირებით იმისთვის, რომ გარკვეულწილად ანალიზი გავაკეთოთ, რა მოლოდინები შეიძლება იყოს, ამას სჭირდება უფრო მეტი ინფორმაცია. რა ფორმით, რა მასშტაბით და როგორ იქნება, თუ ასეთი ტიპის შეზღუდვები საერთოდ დაწესდა. შესაბამისად, ამ ეტაპისთვის, წარდგენილი ვარიანტი გულისხმობს 6%-იან ეკონომიკურ ზრდას, 6%-იანი ეკონომიკური ზრდას. ამ 6%-იან ეკონომიკურ ზრდას საქართველოში არანაირი საფრთხე არ ემუქრება დღევანდელი შეფასებიდან, გადმოსახედიდან. ბუნებრივია, თუ ახალი ინფორმაცია გვექნება, ამის ანალიზსაც გავაკეთებთ და საზოგადოებას მივაწვდით თითოეული მოსალოდნელი ცვლილების შესახებ. თუმცა, დღეის მდგომარეობით, არსებული ინფორმაციით, 6%-იან ეკონომიკურ ზრდას საფრთხე არ ემუქრება. თუმცა, შემდგომ თვეებში, მოხდება დამატებითი დაზუსტება ტრადიციულად, როგორც ამას აკეთებს ფინანსთა სამინისტრო. იმის მიხედვით გაკეთდება პროგნოზი, რა სიტუაცია, მდგომარეობა და მოლოდინიც იქნება ეკონომიკაში. დღეს არსებული ტენდენციით, მოსალოდნელია, რომ ზრდა იქნება 6%-ზე მეტი“,- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

საქართველოს მთავრობამ 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-მდე გაზარდა. აქამდე ბიუჯეტით 5.2%-იანი ზრდა იყო განსაზღვრული.

წყარო: bm.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა