თეგებით ძიება

საქართველოში ფულადი გზავნილები შემცირდა - საიდან გადმოირიცხა ყველაზე მეტი თანხა

საქართველოში ფულადი გზავნილები შემცირდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, წელს მაისში საქართველოში 284.308 მლნ გადმოირიცხა, რაც 27% -ით ნაკლებია წინა წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე. 2023 წლის მაისში ფულადმა გზავნილებმა 390.240 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც წელს მაისში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა, ლიდერობს იტალია, რომელზეც ფულადი გზავნილების 17% მოდის, მოსდევს რუსეთი 16.9%-ით და აშშ - 16,6%-ით.

უფრო კონკრეტულად, გთავაზობთ იმ ქვეყნების ათეულს, საიდანაც მაისში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი განხორციელდა:

იტალია - 48.120 მლნ აშშ დოლარი

რუსეთის ფედერაცია - 48.105 მლნ აშშ დოლარი

აშშ - 47.220 მლნ აშშ დოლარი

საბერძნეთი - 22.003 მლნ აშშ დოლარი

ისრაელი - 21.783 მლნ აშშ დოლარი

გერმანია - 21.734 მლნ აშშ დოლარი

ყაზახეთი - 11.340 მლნ აშშ დოლარი

თურქეთი - 8.626 მლნ აშშ დოლარი

ესპანეთი - 5.643 მლნ აშშ დოლარი

ირლანდია - 5.316 მლნ აშშ დოლარი

წყარო: ბიზნესპრესნიუსი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა