თელასი გეგმურ სამუშაოებს დროებით აჩერებს
დედაქალაქის წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემების გათვალისწინებით სს „თელასი“ დროებით აჩერებს გეგმურ სამუშაოებს.
წყალმომარაგების სრულ აღდგენამდე კომპანია „თელასი“ არ ჩაატარებს საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებულ ქსელის რეაბილიტაციისა და მოდერნიზების მასშტაბურ სამუშაოებს.