ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 19 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8071 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8625 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0151 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 3.0680 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულებაც 0.0862 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 20 ივნისს შევა ძალაში.