თეგებით ძიება

რეკლამის ისტორია - მონების ბაზრიდან დღემდე (ფოტოები)

რეკლამა თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია - გვინდა თუ არა, რეკლამის იგნორირება შეუძლებელია, ის ყველგანაა. თუმცა, ალბათ ბევრმა არ იკცის, რომ იგი რამდენიმე ათასი წლის წინ, ადამიანებს შორის სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბებასთან ერთად გაჩნდა. 

პირველი სარეკლამო განცხადებები პაპირუსებზე იწერებოდა და  მკითხველს მონათა ბაზრობაზე გასაყიდი მონის შესახებ უყვებოდა. ერთ-ერთმა ასეთმა პაპირუსმა ჩვენს დრომდე მოაღწია და ლონდონის მუზეუმში ინახება.

ერთ-ერთ ყველაზე უძველეს რეკლამად ითვლება მემფისში აღმოჩენილი ქვის სვეტი, რომელზედაც კუნძულ კრეტაზე  ცხოვრები ვინმე რინო ეგვიპტელლებს გარკვეული საფასურის სანაცვლოდ სიზმრების ახსნას სთავაზობდა. ჩვენს სარეკლამო განცხადება ჩვენს წელთაღრიცხვამდე 300 წელს შეიქმნა. რა თქმა უნდა, ინფორმაციის გადაცემის ეს ხერხი მხოლოდ პირობითად შეიძლება რეკლამად ჩაითვალოს, თუმცა, მისი მიზანი ადამიანების მოქმედებისკენ წახალისება იყო და სარეკლამო ფუნქციას ასრულებდა.

რეკლამისადმი მიდგომა სტამბის შექმნის შემდეგ შეიცვალა, რომელიც 1450 წელს, გერმანელმა იოჰანეს გუტენბერგმა შექმნა. მალე  სტამბები მთელ ევროპაში გავრცელდა და რეკლამა მასობრივი კომუნიკაციის ერთ-ერთი ფორმა გახდა. 

ცვლილებები განიცადეს სარეკლამო აბრებმაც. მაგალითად, საცხობთან ახლოს წისქვილის, ღვინის მარანთან ახლოს კასრის, სამჭედლოსთან კი ცხენის ნალის გამოსახულებები გაჩნდა. მე-17 საუკუნეში, სტამბებმა გაზეთების ბეჭდვა და მათში რეკლამის განთავსება დაიწყეს.

თავდაპირველი რეკლამები მწირი შინაარსის იყო. მაგალითად, ეწერა, რომ ესა თუ ის მოქალაქე ფქვილს, შაქარს ან საყოფაცხოვრებო ნივთებს ყიდის, მაგრამ მანუფაქტურების გაჩენისა და ვაჭრობის სწრაფი განვითარების შემდეგ გამყიდველები მიხვდნენ, რომ მყიდველის მოსაზიდად მხოლოდ  ინფორმაცია საკმარისი არაა.  ასე გაჩნდა რეკლამებში ისეთი სატყუარები, როგორიცაა: ხუმრობები, ანდაზები, იგავ-არაკები და სხვა.

1704 წელს შეერთებულ შტატებში მთლიანად რეკლამაზე  ორიენტირებული გაზეთი - "ბოსტონის საინფორმაციო წერილი" (Boston News Letter) გამოიცა, რომელმაც ბეჭდურ რეკლამას საფუძველი ჩაუყარა.

1890 წელს მსოფლიოში პირველი სარეკლამო სააგენტო Ayer and Son გაიხსნა, რომელიც კლიენტებს გაზეთში სურათებისა და სარეკლამო განცხადებების განთავსებას სთავაზობდა.  იმ დროს ეს მთელი სარეკლამო კამპანია იყო. სააგენტო ისეთ გიგანტებთან მუშაობდა, როგორებიცაა ალმასის მომპოვებელი კონცერნი De Beers, თამბაქოს კორპორაციები Camel და Lucky Strike და სხვები.

1900 წლიდან ამერიკელებმა გზებზე სარეკლამო ბილბორდების დაყენება დაიწყეს. 

მეოცე საუკუნის 20-იანი წლებიდან ამერიკაში რეკლამის ნამდვილი ბუმი დაიწყო, რაშიც ზიგმუნდ ფროიდის ძმისშვილს, ედვარდ ბერნეისსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის. მან ამერიკული საზოგადოების ცნობიერებაში დაამკვიდრა აზრი, რომ საჭიროა  იმაზე მეტისს შეძენა, ვიდრე გჭირდება. 

მეოცე საუკუნის შუა წლებიდან რეკლამა ტელევიზიაში და ამ გზით ყოველი მეორე ამერიკელის სახლში გამოჩნდა. პარალელურად, რეკლამა როგორც მეცნიერება განვითარდა - მარკეტინგი, საზოგადოებასთან ურთიერთობა, ადამიანის მოტივაციის შესწავლა და ა.შ.

50-იან წლებში აშშ-ს საპრეზიდენტო კანდიდატების ეიზენჰაუერის და ნიქსონის სარეკლამო კამპანიები პოლიტიკური რეკლამის გაჩენის საფუძველი გახდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა