შავი ფულით ვეღარ დაფინანსდება პარტიული აქტივობები იმიტომ, რომ საქართველოში „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მუშაობს - მამუკა მდინარაძე
შავი ფულით ვეღარ დაფინანსდება პარტიული აქტივობები იმიტომ, რომ საქართველოში „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მუშაობს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.
"სწორედ იმას ემსახურება ასეთი გეგმები, რომ დაფინანსდეს რეალურად პარტიული აქტივობები და ამიტომ უნდოდათ გარუსულება გამჭვირვალობის კანონის, რომ ეს სქემები არ გაშიფრულიყო. მათ უნდათ, რომ აფინანსონ სხვადასხვა პროექტები, მათ შორის ეს პროექტები ემსახურებოდეს პარტიულ აქტივობებს და არ გაიშიფროს. ამიტომ იკლავდნენ თავს იმისათვის, რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ვერ მიეღო ჩვენს ქვეყანას. ამიტომ არის, რომ კანადა, საფრანგეთი იღებს დღეს ამ კანონებს, ე.წ. მიმდინარე ტრენდია, მაგრამ საქართველოში ის ხდება რუსული, მათი გადმოსახედიდან იმიტომ, რომ უნდა დაიმალოს დიდი ოდენობით შავი ფული და ამ შავი ფულით უნდა მოხდეს დაფინანსება. ამის დამალვად ვეღარ შეძლებენ იმიტომ, რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი საქართველოში მუშაობს“, - აღნიშნა მდინარაძემ.