თეგებით ძიება
25. 06. 2024 მსოფლიო

გასულ 24 საათში, რუსებმა დონეცკის რეგიონი 2 166-ჯერ დაბომბეს

დონეცკის რეგიონული პოლიციის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის რეგიონი 2 166-ჯერ დაბომბეს.

უწყების ცნობით, იერიშების შედეგად დაზიანდა 88 სამოქალაქო ობიექტი და 57 საცხოვრებელი კორპუსი. 

"პოლიციამ რეგიონის ტერიტორიაზე მტრის 2 166 დარტყმა დააფიქსირა... განადგურდა 88 სამოქალაქო ობიექტი - 57 საცხოვრებელი კორპუსი, ადმინისტრაციული შენობა, მაღაზიები, მანქანები, კრიტიკული ინფრასტრუქტურა ...“, - ნათქვამია უწყების ანგარიშში

უწყების ცნობით რუსებმა ისკანდერებით დაარტყეს პოკროვსკს, რა დროსაც დაიღუპა 5 და დაშავდა 8 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ოთხი ბავშვი, დაზიანდა 19 კერძო სახლი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა