"არ აქვს ტელეფონი... ბოლოს მარტყოფის მიმდებარედ ნახეს“ - 6 დღეა ოჯახი დაკარგულ ახალგაზრდა მამაკაცს ეძებს
უკვე 6 დღეა ოჯახი დაკარგულ ახალგაზრდა მამაკაცს ეძებს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მანანა მჭედლიშვილი ავრცელებს და საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს. მისი ინფორმაციით, 19 ივნისს ლევან ახალკაციშვილი მარტყოფიდან დაიკარგა.
“დაიკარგა!!!!
მეგობრებო, ბევრი მყავხართ ჟურნალისტი და ზოგადად, აქტიური ადამიანი. დავეხმაროთ ინფორმაციის გავრცელებაში ოჯახს - მამაკაცი დაიკარგა და 6 დღეა უშედეგოდ ეძებენ. რაც უფრო გავავრცელებთ ინფორმაციას, უფრო დიდი იქნება მისი პოვნის შანსი. შეგიძლიათ, მეც მომწეროთ ნებისმიერი კითხვა ან ინფორმაცია, ჩემი ძმის მეგობრის ძმაა.
ინფორმაცია: სოფელ მარტყოფიდან დაიკარგა მამაკაცი, ლევან ახალკაციშვილი, დაბადებული 1984 წელს. სახლიდან 19 ივნისს გავიდა, თან ჰქონდა ნახევრად შავი და ნახევრად წითელი ჩანთა. არ აქვს ტელეფონი, ეძებს პოლიციაც. სავარაუდო ლოკაციებზე შეამოწმეს კამერებიც, მაგრამ არსად ჩანს. ბოლოს მარტყოფის მიმდებარედ ნახეს.
თუ ვინმე ასეთი გარეგნობის მამაკაცს დაინახავს, დაუკავშირდეს ოჯახს: 555 96 39 08 ელგუჯა ახალკაციშვილი.“ - ავრცელებს ინფორმაციას მანანა მჭედლიშვილი.