თეგებით ძიება
25. 06. 2024 მსოფლიო

აზერბაიჯანში, კორონა ვირუსის გამო სპეციალური საკარანტინო რეჟიმი გახანგრძლივდა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 1-ელ ოქტომბრამდე გახანგრძლივდა, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შესაბამის დადგენილებას ხელი პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა მოაწერა.

დადგენილების თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 1 ოქტომბრის 06:00 საათამდე გახანგრძლივდა.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები 2020 წლის გაზაფხულიდან არის დაკეტილი. ბაქო აცხადებს, რომ კოროვირუსული პანდემიის გამო შემოღებულ საკარანტინო რეჟიმს გააგრძელებს მანამ, სანამ საჭირო იქნება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა