წინ გველოდება დაძაბული თვეები, სადაც გადაწყდება, საქართველო დარჩება თუ გაქრება - მიხეილ სააკაშვილი
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში , "7 ნოემბრის საქმეში" ბრალდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა განახლდება.
ექსპრეზიდენტი სხდომას დისტანციურად ჩაერთო და კიდევ ერთხელ პოლიტიკური განცხადებები გააკეთა.
"მინდა ვუთხრა ყველას, წინ გველოდება წარმოუდგენლად დაძაბული თვეები, სადაც გადაწყდება - საქართველო დარჩება თუ გაქრება.
მე მინდა ყველას უთხრა, ჩვენ უნდა დავრჩეთ აქ, ჩვენი ქვეყანაა ეს, მე გავწირე ჩემი სიცოცხლე, ჩამოვედი აქ, გადავდე ჩემი სიცოცხლე ყველანაირ უბედურებაზე, კიდევ ველი უამრავ უსიამოვნებას იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გადამერჩინა. წინ იქნება დიდი პროვოკაციები, ჩვენ საქმე გვაქვს ვერაგ რეჟიმთან.
პროვოკაციები იგეგმება მოსკოვში, ფეისბუკიდან იგეგმება, პატარა ბარბარე რაფალიანცის მკვლელობით მოსული ხალხი ესენი, ციხის დადგმულ კადრებით მოსული ხალხია...
ჩვენ უნდა შევქმნათ დიდი კოალიცია, მხარს ვუჭერ ერთიან დეკლარაციას, რომლზედაც შეთანხმდნენ ოპოზიციური პარტიები ბრიუსელი და მხარს ვუჭერ წინსვლას ევროპისკენ.
ნუ შეგვეშინდება პროვოკაციების! ნუ შეგვეშინდება ძალადობის! ჩვენ ყველაფერი გამოგვივა! ჩვენ გავიმარჯვებთ სახელოვნად! ამაში ვარ დარწმუნებული. აბა თქვენ იცით" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.