დოლარის ფასი ისევ შეიცვალა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 27 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8327 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8221 ლარი იყო.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.0310 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 3.0151 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა გამყარდა, რომლის ღირებულებაც 0.0861 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 28 ივნისს შევა ძალაში.