თეგებით ძიება
29. 06. 2024 სპორტი

თამაშზე ყოველგვარი წნეხის გარეშე გავალთ, არაფრის არ გვეშინია... - ვილი სანიოლი

საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ხვალინდელ თამაშზე ისაუბრა. ვილი სანიოლი აღნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრებს არაფერი აქვს დასაკარგი და მერვედფინალში ესპანეთთან აღფრთოვანებით ითამაშებს.

მისი თქმით, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების გამოსვლამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა:

"არ ველოდი ასეთ კარგ თამაშს, ამაყი და გაოცებული ვარ. ისევე როგორც პორტუგალიის წინააღმდეგ, ასევე ახლაც თამაშზე ყოველგვარი წნეხის გარეშე გავალთ. გვაქვს სურვილი ვითამაშოთ გუნდურად და სწორად. ფეხბურთი მოულოდნელობებით და სიურპრიზებითაა სავსე. არ გვაქვს არაფერი დასაკარგი. ესპანეთის გამოცდილ გუნდთან ჩვენი ფეხბურთელები აღფრთოვანებით ითამაშებენ. არ გვეშინია არაფრის," - აცხადებს ვილი სანიოლი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა