„შორიდან, კარგად დამაკვირდით!” - რას განასახიერებს გიორგი მიქაუტაძის ცნობილი ჟესტი?
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი მიქაუტაძის ცნობილი ჟესტი, რომელსაც ყოველი გოლის გატანის შემდეგ აკეთებს, სოციალურ ქსელში განხილვის საგანი გახდა.
,,გიორგი მიქაუტაძის ცნობილი “ჟესტი” განასახიერებს დურბინდს და მას, ასეთი ისტორია აქვს:
როდესაც, გიორგი ლიონში თამაშობდა, ის გამოუშვეს და უთხრეს, რომ მისგან ფეხბურთელი არ დადგებოდა.
ახლა, ყველა გატანილ გოლს, ამ ჟესტით აღნიშნავს, რაც იმას ნიშნავს:
„შორიდან, კარგად დამაკვირდით!” – წერს სოციალური ქსეის მომხმარებელი თამრიკო კიკაბიძე.