ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 2 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7937 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8016 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9937 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 3.0114 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულებაც 0.0854 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 3 ივლისს შევა ძალაში.