„გამოდით დღეს და ღია ეთერში ბოდიში მოუხადეთ დიმა ობოლაძეს და მოქალაქეებს, მაყურებელს, ასე ზიანის მომტანი ცრუ ინფორმაციის გამო“ - თაკო ჩარკვიანი
პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს:
„აღმოჩნდა რომ დიმა ობოლაძეს არ მიუმართავს ბუდუ ზივზივაძისთვის ( როგორც თავად ბუდუმ განაცხადა). ჰოდა ეს რაც გუშინ ტვ ეთერში ხდებოდა, ცოტა მეტი პასუხისმგებლობა ხომ არ გმართებთ “ზოგიერთს”( ბევრს ეხება)ისტერია იყო სრული , რაც ბუნებრივია ყველამ დაიჯერა და უკიდეგანო ლანძღვა მოჰყვა დიმა ობოლაძის მიმართ...მოქალაქეებს ინფორმაციას როცა აწვდით, როცა ინფორმაციას აწვდით აუდიტორიას ტვ არხები , ცოტა მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ აჯობებს , სანამ ადამიანს დაანგრევთ და “დამარხავთ” სახელისუფლო პროპაგანდისტულ არხს ხომ არ უნდა დაემსგავსოს ?! რა უბედურებაა ეს! !!!!!!!
ბუდუ ზივზივაძე ოქრო და ბრილიანტი ხარ , საამაყო ვარსკვლავი !
P.S გამოდით დღეს და ისეთივე რიტორიკით ღია ეთერში ბოდიში მოუხადეთ დიმა ობოლაძეს და მოქალაქეებს, მაყურებელს, ასე ზიანის მომტანი ცრუ ინფორმაციის გაცემის გამო.
წესი და რიგი ასეა !რასაც ვებრძვით იმას ნუ დავემსგავსებით!“