თეგებით ძიება

"ქარიშხალზე რომ გაფრთხილებდით, სწორედ მაგ დღეს გავხდი ბულინგის, ლანძღვა გინების და წყევლის მსხვერპლი...“ - რას წერს კობა ფარტენაძე?

მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ 2 კვირის წინ გაკეთებული ამინდის პროგნოზის გამო იგი ბულინგის, ლანძღვის, გინებისა და წყევლის მსხვერპლი გახდა. თუმცა მისი პროგნოზი ქარიშხალთან დაკავშირებით გამართლდა. 

"ორი კვირის წინ ქარიშხალზე რომ გაფრთხილებდით, სწორედ მაგ დღეს გავხდი ბულინგის, ლანძღვა გინების და წყევლის მსხვერპლი, ზოგი რას გვაშინებო აგრესიას ავლენდა, ზოგი  ტელეფონისკენ მიმითითებდა აქაც ვნახავთ თუ რამე იქნებაო…

ხოდა რახან ასე ყველაფერი იცით და მადლიერების ნაცვლად უმადურობას ავლენთ, დაგტოვეთ გუშინ მარტო თქვენს პროგნოზებთან.

ამიტომაც ხართ ზოგი კარ-ფანჯარა ჩამოგდებული, ზოგი სახურავის გარეშე და ზოგიც ქოლგა დანაცემი.

ყველაფრის მცოდნეებს საბოლოოდ ასე ემართებათ", - წერს მეტეოროლოგი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა