თეგებით ძიება

ჩვენი ლოგოა ხელის ჩამორთმევა - ჩვენ ხელს ვართმევთ და ხელს ვუწვდით ყველას - გიორგი ვაშაძე

ჩვენი სახელწოდებაა „ერთიანობა“ და ჩვენი ნომერია 5, ჩვენი ლოგოა ხელის ჩამორთმევა - ჩვენ ხელს ვართმევთ, ხელს ვუწვდით ყველას. არ არსებობს საქართველოს მოქალაქე, ვისაც ჩვენ არ დაველაპარაკებით, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პოლიტიკური პლატფორმის „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

„წელს მთელს მსოფლიოში საქართველომ ორი რამით გაითქვა სახელი - პირველი ეს იყო მშვიდობიანი, ერთსულოვანი, განგრძობითი პროტესტი რუსული კანონის წინააღმდეგ. არ დარჩენილა ქვეყანა, არ დარჩენილა მსოფლიო პოლიტიკოსი, ვინც არ გამოეხმაურა ქართველი ერის ქართველი ერის ერთიანობასა და ერთსულოვნებას, ქართველი ახალგაზრდების დიდ ბრძოლას და დიახ, ეს იყო იმ ერთიანობის სიმბოლო, რომელსაც შეუძლია ძალიან დიდი საქმე გააკეთოს ქვეყნისთვის.

მეორე ეს იყო ჩვენი საფეხბურთო ნაკრები, სადაც 11 ფეხბურთელი კი არა, ოთხი მილიონი ქართველი თამაშობდა და ამან აღაფრთოვანა მთელი მსოფლიო.

ორივე შემთხვევაში ფუნდამენტი მსოფლიო მასშტაბის ამ დიდი აღიარებით იყო ერთიანობა. სწორედ ამიტომ ვაფუძნებთ ერთიანობის დიდ გამარჯვების ბლოკს, რომელმაც 26 ოქტომბერს უნდა მიგვიყვანოს გამარჯვებამდე. ჩვენი სახელწოდებაა „ერთიანობა“ და ჩვენი ნომერია 5, ჩვენი ლოგოა ხელის ჩამორთმევა - ჩვენ ხელს ვართმევთ, ხელს ვუწვდით ყველას. არ არსებობს საქართველოს მოქალაქე, ვისაც ჩვენ არ დაველაპარაკებით, არ არსებობს ადამიანი, ვისაც ჩვენ ხელს არ გავუწოდებთ და ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანაში წარსულს უნდა ჩავაბაროთ დაპირისპირება და ძალა, რომელიც აპირისპირებს, ძალა, რომელმაც ამ დიდი ერთიანობის ფონზე სირცხვილი გვაჭამა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. „ქართული ოცნებაა“ ეს ძალა, უნდა ჩამოვირეცხოთ და გავთავისუფლდეთ ამ ძალისგან. დადგა დრო, სირცხვილისგან გავთავისუფლდეთ. „ქართული ოცნება“ არის საქართველოს სირცხვილი და ამ სირცხვილისგან 26 ოქტომბერს უნდა გავთავისუფლდეთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა