თეგებით ძიება

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მიზანია, ტურიზმის ინდუსტრიის დადებითი ეფექტი თანაბრად გადანაწილდეს ქვეყნის ყველა რეგიონში

2024 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, საქართველოს 3 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 5.6%-ით აჭარბებს 2023 წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებლებს. იანვარი-ივნისის პერიოდში 2 123 816 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი განხორციელდა - 2023 წელთან შედარებით ზრდა 10%-ია.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, სწორი, თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, ტურიზმის ინდუსტრია აგრძელებს მდგრად განვითარებას და განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ მთავრობის დივერსიფიკაციის პოლიტიკა ასახულია მეორე კვარტლის მონაცემებშიც - 2024 წლის მეორე კვარტალში, გასული წლის მეორე კვარტალთან შედარებით, მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება როგორც საერთაშორისო მოგზაურების (ზრდა 4.2%), ისე საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების კუთხით (ზრდა 9.2%).

„განსაკუთრებული ზრდა გვაქვს ევროპის ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტების კუთხით, მათ შორის, დიდი ბრიტანეთიდან, ასევე განსაკუთრებით გამოკვეთილია გერმანია, საიდანაც დაახლოებით 30 პროცენტზე მეტი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, ლიდერობენ ყურის ქვეყნებიც და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ერთობლივად ემსახურება ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებას - აღნიშნული ქვეყნები გამოირჩევიან მსყიდველუნარიანი ტურისტების შემოყვანით, რაც დადებითად აისახება ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდაზე“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, ტურიზმის პარალელურად, საქართველოს მთავრობა ზრუნავს პირდაპირი ფრენების სტიმულირებაზე, რომ საქართველოს ჰქონდეს მეტი პირდაპირი ავიარეისი სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნებთან, რაც ისახება ახალი ავიაკომპანიების შემოყვანაზე, ახალი ავიარეისების გახსნაზე, ფრენების მეტი სიხშირეების შესრულებაზე და ეს ყველაფერი გამოხატულია ციფრებში, მგზავრთნაკადის რეკორდულ მაჩვენებლებში - მიმდინარე წლის 6 თვეში, საქართველოს აეროპორტები 3 204 833 მგზავრს და 14 127 რეისს მოემსახურა, 2023 წლის იანვარ-ივნისთან მიმართებაში მგზავრთნაკადის ზრდა 30%-ს, ავიარეისების ზრდა კი 33% -ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ მგზავრთნაკადი მიმდინარე წლის ორ კვარტალში 29%-ით მეტია პანდემიამდელ, 2019 წლის იანვარ-ივნისში მიღებული მგზავრების რაოდენობაზე ხოლო რეისების ოდენობა 20%-თ არის გაზრდილი. მეორე კვარტლის მონაცემებით, 2024 წელს მგზავრთნაკადში 25%-იანი (1,426,499 მგზავრი), რეისების რაოდენობაში კი 31%-იანი (6,075 რეისი) ზრდა ფიქსირდება.

„საქართველოს მთავრობა კვლავ განაგრძობს ტურიზმისა და ავიაციის სექტორის გაძლიერებას, გვაქვს მრავალი მიმდინარე და დაგეგმილი მარკეტინგული კამპანია, რომ გაიზარდოს ჩვენი ქვეყნის ცნობადობა საერთაშორისო არეალზე, მოვიზიდოთ მეტი საერთაშორისო მოგზაური და უზრუნველვყოთ ტურიზმის ინდუსტრიის დადებითი ეფექტის თანაბრად გადანაწილება ჩვენი ქვეყნის ყველა რეგიონში, დაბასა თუ სოფელზე იმისთვის, რომ მეტმა ადამიანმა მიიღოს ტურიზმიდან ეკონომიკური სარგებელი“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა