დონალდ ტრამპი დაჭრეს
პენსილვანიაში დონალდ ტრამპის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე სროლა იყო, დონალდ ტრამპი დაშავებულია.
მედიის ინფორმაციით, ტრამპი სახის არეში დაიჭრა.
როგორც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის სპიკერმა, სტივენ ჩეუნგმა განაცხადა, დონალდ ტრამპი თავს კარგად გრძნობს და სამედიცინო დაწესებულებაში გადის შემოწმებას.
„ტრამპი მადლობას უხდის სამართალდამცველებს და პირველადი რეაგირების ჯგუფს ამ საზარელი აქტის დროს მათი სწრაფი მოქმედებისთვის. ის თავს კარგად გრძნობს და ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში გადის შემოწმებას. დამატებითი დეტალების შესახებ მოგვიანებით გაცნობებთ”, ნათქვამია ჩეუნგის განცხადებაში.