თეგებით ძიება

2024 წლის ივნისში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა რუსეთიდან, აშშ-დან და იტალიიდან გადმოირიცხა

საქართველოს ეროვნული ბანკი 2024 წლის ივნისის ფულადი გზავნილების სტატისტიკას აქვეყნებს.

ანგარიშის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 281.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 20.9%-ით ნაკლებია 2023 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი – თითქმის 49 მილიონი დოლარი რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა, თუმცა ეს წლიურად 62%-ით შემცირებული მაჩვენებელია, რაც მიგრაციული ეფექტის მილევაზე მეტყველებს.

გზავნილების სტატისტიკაში მეორე პოზიციაზე აშშ-ია, საიდანაც თითქმის 48 მილიონი დოლარი გადმორიცხეს, რაც წინა წელთან შედარებით 22%-ით მეტია, მესამე პოზიცია კი იტალიამ დაიკავა თითქმის 46 მილიონი დოლარის ოდენობის გზავნილებით (მატება 6%).

2024 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 28.2 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2023 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3%-ით ნაკლებია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა