თეგებით ძიება

"წლები მანიაკი მყავდა აკიდებული, რომელიც ამტკიცებდა, რომ ჩემი შვილის მამა იყო და მემუქრებოდა.. ეს მანიაკი დაიჭირეს, თუმცა ახლა აღმოვაჩინე, რომ გამოუშვიათ" - რას წერს გრიგოლია?

ჟურ­ნა­ლის­ტი ინგა გრი­გო­ლი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ პოსტს ავ­რცე­ლებს და წერს, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კონ­კრე­ტუ­ლი პი­რის მხრი­დან ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტე­რო­რის მსხვერ­პლი იყო.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას შემ­დეგ რაც აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­როვ­ნე­ბა სო­ცო­ცხლის ხელ­ყო­ფის მუ­ქა­რებ­ზე გა­და­ვი­და, და­ა­კა­ვეს და ახ­ლა­ხან კვლავ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ამი­ტომ ჟურ­ნა­ლის­ტი შე­სა­ბა­მის უწყე­ბას მი­მარ­თავს:

"ბევ­რი ვი­ფიქ­რე და­მე­წე­რა თუ არა ის,რა­საც ახლა ვწერ… ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბის გა­ნერ­ვი­უ­ლე­ბას ვე­რი­დე­ბი ხოლ­მე და ახ­ლაც მათი ფაქ­ტო­რი მა­ფერ­ხებ­და, თან რომ არ მო­გა­ტყუ­ოთ, ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან დამ­ღა­ლა ჩემი, რო­გორც ქა­ლის უფ­ლე­ბე­ბის­თვის ბრძო­ლამ მაგ­რამ ბო­ლოს მივ­ხვდი, რომ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­მე­წე­რა, რად­გან უკვე ვე­ღარ ვით­ვლი, მე­რამ­დე­ნედ ვარ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტე­რო­რის ობი­ექ­ტი…

იცით, რომ წლე­ბის წინ და მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მყავ­და აკი­დე­ბუ­ლი ვი­ღაც მა­ნი­ა­კი, რო­მე­ლიც ფი­ზი­კუ­რი ლიკ­ვი­და­ცი­ით მე­მუქ­რე­ბო­და, რო­მელ­საც აქვს აკ­ვი­ა­ტე­ბა ჩემ­ზე და ამ­ტკი­ცებს, რომ ჩემი შვი­ლის მა­მაა და რომ ამ ვი­ღაც შვილს ჰქვია თა­მა­რი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩემს შვილს მა­რი­ა­მი ჰქვია, მისი მამა გარ­დაც­ვლი­ლია ,ამ მა­ნი­აკ კაცს კი სა­ერ­თოდ არ ვიც­ნობ და არც ის ვიცი, სა­ი­დან აღ­მო­ცენ­და..

ესეც მი­გახ­ვედ­რებთ, რა აბ­სურდში ვარ.. სი­გი­ჟე­ებს ამ­ტკი­ცებს და მე მი­წევს ამ შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სი­გი­ჟე­ე­ბის ატა­ნა იცით ეს ამ­ბა­ვი და ძველ დე­ტა­ლებს აღარ დავ­წერ.. შეს­წავ­ლი­ლი აქვს დე­და­ჩე­მის, მა­მა­ჩე­მის სა­ხე­ლე­ბი, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი მი­სა­მარ­თე­ბი, რაც მი­ჩენს ეჭვს, რომ უბ­რა­ლოდ, ავად­მყო­ფი არაა… კარ­გად და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ავად­მყო­ფია..

უამ­რა­ვი წელი მი­წევ­და პო­ლი­ცი­ა­ში სა­ჩივ­რე­ბის წერა, პო­ლი­ცი­ის ჩარ­თვა, რომ ეს მა­ნი­ა­კი არ გამ­კა­რე­ბო­და.. რო­გორც იქნა, რამ­დე­ნი­მე წლის წინ, როცა სო­ცო­ცხლის ხელ­ყო­ფის მუ­ქა­რებ­ზე გა­და­ვი­და, და­ი­ჭი­რეს( გი­ორ­გი გა­ხა­რია იყო მა­შინ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და მად­ლო­ბა მას ამის­თვის,პი­რა­დად ყავ­და აყ­ვა­ნი­ლი კონ­ტროლ­ზე ჟურ­ნა­ლისტზე მუ­ქა­რის და აკი­დე­ბის ეს ფაქ­ტი, თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ჩარ­თუ­ლი იყო ლონ­და თო­ლო­რა­ი­აც)…

სა­ბო­ლო­ოდ ეს მა­ნი­ა­კი კაცი და­ი­ჭი­რეს და ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხის მი­ხედ­ვით, მო­ა­თავ­სეს ხო­ნის ფსი­ქი­ატ­რი­ულ­ში. პე­რი­ო­დუ­ლო­ბით მე და ჩემი ად­ვო­კა­ტი, სა­ლო­მე ჯა­ნუ­აშ­ვი­ლი, ვა­კონ­ტრო­ლებ­დით ხოლ­მე, რად­გან ში­გა­და­შიგ იქი­და­ნაც ფიქ­სირ­დე­ბო­და ხოლ­მე ზა­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი. მეტ­კანკლე­ბად მშვი­დად ვი­ყა­ვი, რად­გან ვი­ცო­დი, რომ ხონ­ში ჰყავ­დათ..

მე­ო­რე დღეა, ისევ და­ი­წყო ზა­რე­ბი და სმსე­ბის გა­მოგ­ზავ­ნა და ჰოი სა­ოც­რე­ბავ, აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ გა­მო­უშ­ვი­ათ და ის მო­მენ­ტა­ლუ­რად და­უბ­რუნ­და ჩემ­ზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტე­რო­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას( რა უც­ნა­უ­რია, რომ მა­ინ­ცდა­მა­ინც ამ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდს და­ემ­თხვა, ისე­ვე რო­გორც ადრე, მისი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შე­მო­ტე­ვე­ბი ემ­თხვე­ო­და ხოლ­მე კრი­ზი­სულ პო­ლი­ტი­კურ სი­ტუ­ა­ცი­ებს.. ხო, ყა­ჩა­ღო­ბა­ზეა ნა­სა­მარ­თლე­ვი და რე­ცი­დი­ვის­ტია, კოშ­მა­რი კა­ცია ვი­ღაც). მთა­ვა­რი ამ­ბა­ვი ისაა, რომ ავად­მყო­ფი კაცი, რო­მე­ლიც სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით მე­მუქ­რე­ბო­და, ისე გა­მო­უშ­ვეს, ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლმა ანუ მე, არ ვი­ცო­დი, არა­ვინ შე­მა­ტყო­ბი­ნა…

მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფე­რი ახ­ლი­დან და­ი­წყო.. ახლა რა­ტომ ვწერ- დღე­ი­დან თუ მე ან ჩემი ოჯა­ხის რო­მე­ლი­მე წევ­რს თმის ღერი მა­ინც ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა, თუ რამე შე­მემ­თხვე­ვა, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვა­კის­რებ სა­ხელ­მწი­ფოს! სის­ტე­მა იქ­ნე­ბა დღე­ი­დან პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ყვე­ლა­ფერ­ზე,რაც შე­იძ­ლე­ბა შე­მემ­თხვეს!!! სის­ტე­მა, რო­მე­ლიც ძაღ­ლად არ აგ­დებს ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლს,გა­აფრ­თხი­ლოს, რომ საფრ­თხე ისევ რე­ა­ლუ­რია. ძა­ლა­დო­ბის გამო რომ ქა­ლებს პან­ტა­პუნ­ტით ხო­ცა­ვენ, იმ ქვე­ყა­ნა­ში, შე­სა­ბა­მი­სი სტრუქ­ტუ­რე­ბი ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­საც კი ვერ გრძნო­ბენ, ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ქალი ჩა­ა­ყე­ნონ საქ­მის კურ­სში, რომ მო­ძა­ლა­დე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს!!! არც ერთი წა­მით არ და­ვი­ჯე­რებ, რომ შემ­თხვე­ვით ხდე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი მა­ინ­ცდა­მა­ინც ახლა…

მივ­მარ­თავ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნისტრს, ყვე­ლა შე­სა­ბა­მის სტრუქ­ტუ­რას- იმოქ­მე­დეთ და­უ­ყო­ნებ­ლივ! აღ­კვე­თეთ მო­ძა­ლა­დის ტე­რო­რი( პი­რა­დად მო­წე­რას ასე ვარ­ჩიე, სა­ჯა­რო­ო­ბა ამ დროს ყვე­ლა­ზე სწო­რი მგო­ნია). პო­ლი­ცი­ა­ში რომ გან­ცხა­დე­ბე­ბი ხე­ლახ­ლა უნდა ვწე­რო და ვიბ­რძო­ლო სი­ცო­ცხლის­თვის და მო­რა­ლუ­რი ტე­რო­რის აღ­საკ­ვე­თად, ამის წარ­მოდ­გე­ნაც კი მზა­რავს, ჯო­ჯო­ხე­თია ქა­ლე­ბის­თვის ეს პრო­ცე­სი და ეს ქვე­ყა­ნა, მაგ­რამ სხვა გზა არაა… ამ­ტკი­ცო რომ ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ხარ, ამა­ზე რთუ­ლი და სა­ში­ნე­ლი პრო­ცე­სი არა­ფე­რია. სა­ში­ნე­ლი და და­უს­რუ­ლე­ბე­ლი პრო­ცე­სია, ვი­საც გა­მო­უც­დია, გა­მი­გებს…ძა­ლი­ან შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი პრო­ცე­სია ამავდრო­უ­ლად, ამ­ტკი­ცო, რომ არ იც­ნობ მო­ძა­ლა­დეს, რომ არა­სო­დეს გქო­ნია შე­ხე­ბა და ა.შ...

P.s-კო­ლე­გებს ვთხოვ კო­მენ­ტარ­ზე არ და­მირ­ე­კონ, ძა­ლი­ან დამ­ღა­ლა ამ ყვე­ლა­ფერ­მა და მად­ლო­ბე­ლი ვიქ­ნე­ბი, თუ გა­მი­წევთ ან­გა­რიშს,იმის მი­უ­ხე­და­ვად,ვინ რო­მელ პლათ­ფორ­მა­ზე მუ­შა­ობთ ბო­დი­ში ჩემი ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რს, ჩემს გამო ამ­დე­ნი სი­გი­ჟის და ნერ­ვი­უ­ლო­ბის ატა­ნა რომ უწევთ" - წერს გრი­გო­ლია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა