თეგებით ძიება

ივანიშვილი უკრაინასთან მიმართებაშიც ტყუის, რადგან ტრამპის და "რესპუბლიკური პარტიის" პოლიტიკური პრიორიტეტი უკრაინის გამარჯვებაა - თინა ბოკუჩავა

ივანიშვილი უკრაინასთან მიმართებაშიც ტყუის, რადგან პირადად ტრამპის და "რესპუბლიკური პარტიის" პოლიტიკური პრიორიტეტი უკრაინის გამარჯვებაა , - ასე გამოეხმაურა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომელიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ პარტიის საარჩევნო კამპანიის გახსნის ღონისძიებაზე გააკეთა.

ბოკუჩავას თქმით, ამიტომ არის მნიშნველოვანი 26 ოქტომბერს ხელისუფლება შეიცვალოს.

“უკრაინასთან მიმართებაშიც ტყუის ბიძინა ივანიშვილი, რადგან პირადად დონალდ ტრამპის და "რესპუბლიკური პარტიის" პოლიტიკური პრიორიტეტი არის უკრაინის გამარჯვება, ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ 26 ოქტომბერს შევცვალოთ ხელისუფლება და დავდგეთ აშშ-სთან, მთელ თავისუფალ სამყაროსთან ერთად და არა რუსეთის მხარეს ივანიშვილის ხელისუფლებასთან”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა აშშ-ში, მილუოკში, ვისკონსინის შტატში, "რესპუბლიკური პარტიის" კონგრესზე იმყოფება.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ “უკრაინაში ომი, ყველაზე გვიან, ერთ წელიწადში დასრულდება, ხოლო ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში "რესპუბლიკელები" თუ გაიმარჯვებენ, ომი იანვარშიც შეიძლება დასრულდეს”.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა