თეგებით ძიება

ლარი ზედიზედ მესამე კვირაა მყარდება - როგორი იყო მიმდინარე კვირის დინამიკა?

ეროვნული ვალუტის კურსი ზედიზედ მესამე კვირაა გამყარების ტენდენციას ინარჩუნებს.

15 ივლისს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7117 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მანამდ მოქმედებდა, 2.7274 ლარი იყო. შესაბამისად, ლარი 1,57 თეთრით გამყარდა.

ლარი ევროსთან მიმართბითაც გამყარდა, რომლის კურსმა 2.9582 ლარი შეადგინა. ძველი კურსი 2.9696 ლარი იყო. ცვლილება 1,14 თეთრი იყო.

16 ივლისს ეროვნულმა ვალუტამ გამყარება განაგრძო, როცა 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6952 ლარი გახდა. ცვლილებამ 1,65 თეთრი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9378 ლარით განისაზღვრა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 2 თეთრზე მეტით გამყარდა.

17 ივლისს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6975 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი მცირედით - 0,23 თეთრით გაუფასურდა.

ევროს კურსმა 2.9492 ლარი შეადგინა, რაც ნიშნავს იმას, რომ ლარი ევროსთან მიმართებით 1 თეთრზე მეტით გაუფასურდა.

18 ივლისს ლარი გამყარების ტენდენციას დაუბრუნდა და 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6953 ლარი შეადგინა. კურსის ცვლილბა 0,22 თეთრი იყო.

ლარი მცირედით გამყარდა ევროსთან მიმართებითაც და გაცვლითი კურსი 2.9476 ლარი გახდა. ცვლილებამ 0,16 ლარი შეადგინა.

19 ივლისს, კვირის ბოლო სავაჭრო დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6996 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი 0,43 თეთრით გაუფასურდა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9382 ლარი გახდა. ლარი ევროსთან მიმართებით თითქმის 1 თეთრით გამყარდა.

საბოლოო ჯამში, მიმდინარე კვირა ეროვნული ვალუტისთვის პოზიტიური იყო, რადგან ლარი დოლართან მიმართებით 2,78 თეთრით, ხოლო ევროსთან - 3,14 თეთრით გამყარდა.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა