პარიზის ოლიმპიურ სოფელში სპორტსმენებს მუყაოსგან დამზადებული საწოლები დახვდებათ
პარიზის ოლიმპიადა 26 ივლისიდან დაიწყება და 11 აგვისტომდე გაგრძელდება. მთავარი სპორტული მოვლენა, დაახლოებით, 10 000 სპორტსმენს 82 შენობაში და 7200 ოთახში უმასპინძლებს. "პარიზი 2024" გამოიყენებს 16 000 მუყაოს საწოლს, სწორედ ისეთებს, როგორებიც პირველად 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე გამოჩნდა.
ორგანიზატორების თქმით, საწოლი მზადაა ყველა წონის სპორტსმენს გაუძლოს.
ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, ყველა გამოყენებული მუყაო გადამუშავდება.