თეგებით ძიება

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოსთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართა

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ მოსმენაზე თბილისის მიმართ მორიგი კრიტიკული განცხადებები გაკეთდა. საუბარი შეეხო უცხოური გავლენის შესახებ კანონს. ამ კანონით გამოწვეული უკმაყოფილების დასაბუთებისას გარკვეული უზუსტობები ითქვა, მათ შორის ის, რომ კანონი სამოქალაქო პირებზეც ვრცელდება.

საუბარი ასევე შეეხო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას, რომლის ტენდერიც ჩინურმა კომპანიამ მოიგო. აღინიშნა ისიც, რომ ამერიკულმა კომპანიებს შესაბამის ტენდერში მონაწილეობა არ მიუღიათ.

„სამწუხაროდ, დიდ მსგავსებას ვხედავთ რუსულ კანონთან. ეს კანონი, რომელიც რუსეთში მიღებული კანონის ანარეკლია, შექმნილია კრიტიკული ხმების, ინდივიდუალური პირების გასაჩუმებლად, დამოუკიდებელი არასამთავრობო აქტივისტების, კრიტიკული მედიის წინააღმდეგ და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების შიშით დამორჩილებისთვის.

გასაოცარია, რატომ გადაწყვიტა საქართველომ, რომ ჩინეთი მისი სტრატეგიული პარტნიორია. და ეს მაშინ, როცა ჩინეთი უკრაინაში რუსეთის სასტიკ შეჭრას აფინანსებს, რომელსაც საერთაშორისო ნორმების დარღვევით საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული. ეს ჩვენ გვაკვირვებს და საქართველოს ხელისუფლებას მკაფიოდ განვუცხადეთ, რომ ეს სტრატეგიული რისკია“, - აღნიშნა მოსმენაზე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯოშუა ჰაკმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა