სამშენებლო ბაზრის განვითარების ტენდენციები და შიდა განვადების უპირატესობები ბანკთან შედარებით - რა უნდა იცოდეთ ბინის შეძენისას?
დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1990-იანი წლების ეკონომიკური კოლაფსის დროს სამშენებლო სექტორი გაყინული იყო. პოზიტიური ძვრები ამ სფეროში 2000-იანი წლებიდან დაიწყო, როდესაც ქვეყნის მდგომარეობა შედარებით სტაბილური გახდა. სწორედ ამ დროიდან გამოჩნდა თბილისის ცენტრში ახალი საცხოვრებელი კორპუსები, რომლებიც თანამედროვე აქიტექტურული სტილით გამოირჩეოდა. ასე შეცვალა წარსულში აპრობირებული პანელი, მონოლითურმა მშენებლობამ, სტანდარტული ერთფეროვნება კი ორიგინალურმა მრავალფეროვნებამ.
2008-2009 წლების რეცესიამ სფერო ძლიერ დააზიანა. ბევრი კომპანია გაკოტრდა კიდეც. თუმცა დაბრკოლებების გადალახვის შემდეგ, ყოველწლიურად იზრდებოდა სამშენებლო ნებართვები და პარალელურად უძრავი ქონების ფასები. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ თუ თავდაპირველად ბინის შეძენით ზედა სოციალური კლასი იყო დაინტერესებული, დროთა განმავლობაში ამის ამბიცია საშუალო კლასაც გაუჩნდა. ამის მიზეზი ბევრ ფაქტორთან ერთად, პირველ რიგში ადამიანების ფინანსური სტაბილურობის გაზრდა და კომპანიების მიერ ახალი, საშუალო შემოსავლის მქონე სეგმენტზე გათვლილი პირობების შემოთავაზება გახდა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ბინათმესაკუთრეობის მაჩვენებელი აქვს (91% ეროვნული დონეზე, 86% თბილისში, რაც ევროკავშირის საშუალოდ 70%-ს ბევრად აღემატება) ბინაზე მოთხოვნა მაინც საკმაოდ მაღალია.
დღეს საქართველოში, ადამიანების უმრავლესობას ურჩევნია ბინის შესაძენი თანხა დროთა განმავლობაში დაფაროს. ამიტომ ბინის შეძენის მსურველთა უმეტესობა დგება არჩევანის წინაშე ბანკთან იპოთეკური სესხის გაკეთებასა და კომპანიასთან შიდა გავადებას შორის. შიდა განვადება გადახდის საშუალებაა, რომელსაც კომპანიასთან აფორმებთ მშენებლობის დასრულებამდე მოკლე ვადით (როგორც წესი 6 თვიდან 3 წლამდე). დეველოპერები მოითხოვენ წინასწარი შენატანის სახით ბინის ღირებულების 20%-ის დაფიქსირებას. ეს არის შესაძლებლობა თანხა ნაწილ-ნაწილ იხადოთ და გადახდის პროცესში გახდეთ მესაკუთრე. ბოლო წლებში შიდა განვადებას თითქმის ყველა კომპანია შემოგთავაზებთ, თუმცა პირობები განსხვავებულია.
მარტივად, რომ ვთქვათ შიდა უპროცენტო განვადება გაძლევთ რამდენიმე მნიშვნელოვან უპირატესობას:
• ამ გზით მეტად ხელმისაწვდომია გახდე მესაკუთრე და თავი აარიდო საბანკო ბიუროკრატიას ან ცუდ საკრედიტო ისტორიას.
• დეველოპერული კომპანიები უფრო მოქნილ პირობებს გთავაზობენ ვიდრე ბანკები, რაც გაძლევთ საშუალებას მეტი მოგება ნახოთ.
• ხშირია, როდესაც შიდა განვადების პირობების მორგებას მყიდველზე კომპანია ახდენს. თქვენ შეგიძლიათ შედარებით მცირე თანხა იხადოთ ყოველთვიურად ან მეტი კვარტლურად.
• ხანგრძლივ პერსპექტივაში თქვენ შეგიძლიათ პროცენტულად მოიგოთ, იპოთეკურ სესხთან შედარებით.
• შიდა განვადების დროს მომხმარებელსა და კომპანიის წარმომადგენელს შორის პირდაპირი ურთიერთბა მყარდება და მეტია ლავირების შესაძლებლობა.
• შიდა განვადების პირობის დარღვევებს მოჰყვება უფრო მსუბუქი შედეგები, ვიდრე იპოთეკური სესხისას. თუ თქვენი ფინანსური მდგომარეობა ნაკლებად სტაბილურია, იპოთეკურ სესხი ნაკლებად სასურვეია.
საბოლოო ჯამში შიდა განვადება საუკეთესო გამოსავალია, თუ თქვენ გსურთ სწრაფად და მარტივად გახდეთ ბინის მესაკუთრე. ალფა სახლში შიდა განვადების დამტკიცებას მხოლოდ პირადობის მოწმობა სჭირდება, თქვენ შეგიძლიათ თავი აარიდოთ ზედმეტ საბანკო ბიუროკრატიას და ცუდ საკრედიტო ისტორიას. გადახდის ეს საშუალება მიგნებაა მათვის ვისაც ფორმალურად შემოსავალი არ უფიქსირდება და აქვს საშუალება იპოთეკური სესხისგან განსხვავებით შედარებით მოკლე პერიოდში გახდეს სასურველი ბინის მფლობელი.
თუ დაინტერესებული ხართ შიდა განვადებით ბინის შეძენით, დაუკავშირდით სამშენებლო კომპანია „ალფა სახლს“, რომელიც თქვენზე მორგებულ პირობებს გთავაზობთ.
ნომ: *71 71