ხანძარი კახეთში - დამწვარია დაახლოებით მილიონ ნახევარი ლარის ღირებულების ქონება, დამწვრობები აქვს მიღებული ქონების მესაკუთრეს და მის შვილს
ცეცხლი დაეწვა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში მცხოვრები ბიზნესმენის ლევან ტუხაშვილის სასაწყობე მეურნეობაში გაჩნდა.
დამწვარია ბიზნესმენის საკუთრებაში არსებული ძვირადღირებული ავტომობილიც.
ლევან ტუხაშვილის განმარტებით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
„მე დაზუსტებით ჯერ არაფრის თქმა არ შემიძლია. აქ უამრავი კამერაა დამონტაჟებული, პოლიციელები იყვნენ მოსული და ჩანაწერები ამოიღეს. გამოძიება იტყვის რა მოხდა. ძალიან დიდი ზარალი მაქვს, მილიონზე მეტის“ - განაცხადა ტუხაშვილმა.
ხანძრის დროს მიღებული დამწვრობებით, კლინიკაში გადიან მკურნალობას, თავად ტუხაშვილი და მისმა ერთ-ერთი შვილი.
ბიზნესმენი ლევან ტუხაშვილი წლებია სასოფლო სამეურნეო დანიშნულების იარაღებს, ტექნიკასა და მინერალურ სასუქებს ყიდის.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.