თეგებით ძიება
27. 07. 2024 მსოფლიო

საფრანგეთის შსს-ს მინისტრი არ გამორიცხავს, რომ რკინიგზაზე თავდასხმის უკან გარე ძალები იდგნენ

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ჟერალდ დარმანენი არ გამორიცხავს, რომ ქვეყნის რკინიგზაზე მასშტაბური თავდასხმის უკან გარედან მართული ძალები იდგნენ. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

„ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? ეს ან ქვეყნის შიგნით, ან გარე დაკვეთით იყო გაკეთებული. ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია“, - ციტირებს სააგენტო დარმანენს.

მან ასევე დასძინა, რომ ფრანგმა სამართალდამცველებმა შეძლეს ისეთი დეტალების გარკვევა, რომლის წყალობითაც თავდასხმაზე პასუხისმგებელი პირები მალე გამოაშკარავდებიან.

ამასობაში, როგორც სააგენტოს უსაფრთხოების სამსახურიდან ორმა წყარომ უთხრა, პირველადი დაკვირვებით, შესაძლოა, თავდასხმები მემარცხენე ან ეკო აქტივისტებს განეხორციელებინათ.

საფრანგეთის რკინიგზაზე მასშტაბური თავდასხმა პარასკევს განხორციელდა. ეს პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ოფიციალურ გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა. თავდასხმის გამო მწყობრიდან გამოვიდა სარკინიგზო ხაზების ინფრასტრუქტურა. ამან, თავის მხრივ, მატარებლების მოძრაობა შეაფერხა. წინასწარი ინფორმაციით, 100 ათასამდე მგზავრი დანიშნულების ადგილას მატარებლით ვერ გაემგზავრა, ხოლო 150 ათას ადამიანს საჭირო ადგილას ჩასვლა დაგვიანებით მოუწია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა