თეგებით ძიება

საქართველოში 9 თვეში FDI-ის მოცულობა $1.3 მლრდ-მდე გაიზარდა - TOP-ინვესტორი ქვეყნები და კომპანიები

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2025 წლის 9 თვეში 11%-ით 1 მილიარდ 296 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, რაც მესამე კვარტალში სავალო ვალდებულებებით გაზრდილმა FDI-იმ განაპირობა.

საქართველოს ეკონომიკისთვის ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყანა ამ პერიოდში თურქეთი იყო, საიდანაც ჯამში 151.4 მლნ დოლარი შემოვიდა, რაც გასული წლის 9 თვის თურქულ ინვესტიციებს 41.7%-ით აღემატება. განხორციელებული FDI-ის მიხედვით, უმსხვილესი ქვეყნების ათეული ასე გამოიყურება:

  • თურქეთი - $151.4 მლნ;
  • აშშ - $142 მლნ;
  • გაერთიანებული სამეფო - $131.9 მლნ;
  • აზერბაიჯანი - $105.1 მლნ;
  • მალტა - $96.9 მლნ;
  • ჩეხეთი - $88.2 მლნ;
  • ნიდერლანდები - $81.7 მლნ;
  • ესპანეთი - $73.8 მლნ;
  • რუსეთი - $56.7 მლნ;
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - $47.5 მლნ;

რაც შეეხება დარგებს, სადაც ამ პერიოდში ყველაზე დიდი პირდაპირი ინვესტიციები ჩაიდო, პირველ ადგილს საფინანსო და სადაზღვევო სექტორი იკავებს, სადაც FDI-ის მოცულობა 317.2 მლნ დოლარამდე გაიზარდა. 9 თვეში განხორციელებული ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი სექტორების რეიტინგი ასეთია:

  • საფინანსო და სადაზღვევო - $317.2 მლნ;
  • უძრავი ქონება - $165.1 მლნ;
  • დამმუშავებელი მრეწველობა - $144.5 მლნ;
  • ტრანსპორტი და დასაწყობება - $143.1 მლნ;
  • ენერგეტიკა - $139.9 მლნ;
  • IT - $105.4 მლნ;
  • წყალმომარაგება, კანალიზაცია - $71.4 მლნ;
  • მშენებლობა - $62.5 მლნ;
  • სასტუმროები და რესტორნები - $40.8 მლნ;
  • ხელოვნება, გართობა და დასვენება - $38.6 მლნ;

BMG-მ საქსტატიდან TOP-10 ინვესტორი კომპანიის შესახებ გამოითხოვა ინფორმაცია, რომლებშიც მიმდინარე წლის 9 თვეში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა:

TOP-10 ინვესტორი კომპანია:

  • აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი
  • შპს მაგთიკომი
  • შპს თბილისი ენერჯი
  • სს ენერგო - პრო ჯორჯია
  • შპს ტავ ურბან საქართველო
  • შპს სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგ
  • შპს აკვალია საქართველო
  • შპს აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია
  • სს ბიჯეო ჯგუფი
  • შპს სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს - საქართველოს ფილიალი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა